სიახლე 

ფოთის მერი წარმატებულ მოჭადრაკეებს შეხვდა 17 05 18

ფოთის მერი გოჩა კურდღელია დავიცემერი მამუკა პაპასკირი წარმატებულ მოჭადრაკეებს შეხვდნენ. ფოთის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი საჭადრაკო სკოლის 8 მოჭადრაკემ მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ტიტული მოიპოვა. 14 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ. ამავე ასაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს დაეუფლა ელენე წოწონავა. 10 წლის ჭაბუკთა შორის კი ასევე საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა კახაბერ კიზირიამ. ნია ჭითანავა საქართველოს ჩემპიონი გახდა 7 წლის გოგონათა შორის, ხოლო გაგა გვასალიამ 7 წლის ვაჟთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ასაკობრივ და სასკოლო ჩემპიონატებში აკაკი ყალიჩავამ, ნინო სოლომონიამ და ალექსანდრე გარუჩავამ.

https://www.youtube.com/watch?v=2NqwEKl7R6Q

მსგავსი სტატიები