სიახლე 

ბოლო ზარი ფოთში 18 05 2018

ფოთის საჯარო და კერძო სკოლების ეზოებში და ქუჩებში დღეს განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობოდა. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. მოსწავლეთა ჟრიამული და ხალისი გადამდები იყო. უმცროსები ბოლო ზარზე ოცნებობდნენ, უფროსებს წარსული ახსენდებოდათ. ემშვიდობებოდნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდებოდათ. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც უხაროდათ და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის მზადებაც მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ფლეშმობი გუშინ მოაწყვეს მე-5 სკოლის მოსწავლეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ჯერ პირველსკოლელ თანატოლებს მიაკითხეს და მერე გზადაგზა მე-3 და მე-15 სკოლებსაც შეუარესბოლო ზარი აღნიშნეს თამარ ფაჩულიას სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებმაც. მათ „ინტერკლუბის“ შენობაში კონცერტი გამართეს

მსგავსი სტატიები