სიახლე 

ფოთელი მოჭიდავეების მორიგი წარმატება. 17 ოქტომბერი, 2017

თავისუფალ ჭიდაობაში როსტომ მელაშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში, ფოთელმა სპორტსმენებმა ორი ოქროს,ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.შეჯიბრება ქობულეთში გაიმართა,რომელშიც საქართველოს მასშტაბით 2006-2005 და 2006-2008 წლებში დაბადებული 200-მდე ჭაბუკი მოჭიდავე მონაწილეობდა.პირველი ადგილი 29 კგ წონით კატეგორიაში ბესო შენგელიამ მიიღო,ხოლო 23 კგ წონით კატეგორიაში საბა კუმარიტოვმა.მეორე საპრიზო ადგილი 38 კგ წონით კატეგორიაში ზვიად ჯალაღონიამ და 32 კგ წონით კატეგორიაში ილია გოგატიშვილმა დაიკავეს. მესამე ადგილი კი 35 კგ წონით კატეგორიაში საბა კუმარიტოვმა მოიპოვა.

მსგავსი სტატიები