შიდა ქართლის რეგიონში ფერომონებმა ფაროსანას გავრცელება არ დააფიქსირა 23 05 18
აპრილში შიდა ქართლში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით ფერომონები დამონტაჟდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით ხაფანგებმა რეგიონში მავნებლის გავრცელება ამ ეტაპზე არ დაადასტურა. თუმცა გამოკითხული მოსხლეობის ნაწილი ამბობს, რომ ბაღლინჯო საკარმიდამო ნაკვეთებში და საკუთარ სახლებში შენიშნეს. როგორც დავით გოგინაშვილი აღნიშნავს ლაბორატორიული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ რომ ეს არის ფაროსანას სხვა სახეობაა, რომელიც შიდა ქართლში აქამდეც იყო გავრცელებული.