ფოთს NASCAR-ის ამერიკელი ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ კობი ესტუმრა 29 05 18
აშშ-ს საელჩოს მოწვევით, საქართველოს ავტომრბოლელი ქალი, ჯენიფერ ჯო კობი სტუმრობს. ის მონაწილეობას იღებს ერთკვირიან კამპანიაში ,,ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.“ დღეს ჯენიფერ ჯო კობმა საჯარო შეხვედრა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დარბაზში გამართა. ჯენიფერ ჯო კობი არის პროფესიონალი ავტორბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმე. ჯენიფერმა ავტორბოლა კანზას სიტიში 1991 წელს დაიწო. ის ახლაც მონაწილეობს შეჯიბრებეში, რომლებიც როგორც ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში იმართება. ჯენიფერ კობის ვიზიტს საქართველოში აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია.