ფოთში ეთერ დანელიას იუბილე აღნიშნეს 31 05 18
ქალაქის მუსიკალურმა საზოგადოებამ, ფოთელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და დირიჟორის, ღირსების ორდენის კავალერის, ეთერ დანელიას იუბილე აღნიშნა. ეთერ დანელიას დაბადებიდან 80 და მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ , მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა,კოლეგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს. ეთერ დანელია ნახევარი საუკუნეა ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში მოღვაწეობს და საგუნდო-სადირიჟორო საქმეს ემსახურება.