სიახლე 

საკრებულო სხდომა 30 05 18

ფოთის საკრებულოს მე-13 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინრეობდა. დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიცის შორის, მერის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ანგარიშმა გამოიწვია. სადაც საუბარი იყო ქალაქში არსებულ უსახურ შენობა-ნაგებობებზე და აგრარულ ბაზარში გარევაჭრობის მოწესრიგებაზე.  სხდომაზე ნაციონალური მოძრაობისს წარმომადგენელმა დარეჯან ცხვიტარიამ, საკრებულოს წევრებს მარტოხელა, ორშვილიანი დედის ჯამრთელობის პრობლემა გააცნო. მისი თქმით მარტოხელა დედას თვალის გადაუდებელი ოპერაციისთვის 2 ათას 700 ლარი ესაჭიროება. მუნიციპალიტეტი კი მხოლოდ ათასი ლარით ეხმარება. დარეჯან ცხვიტარიამ შეაბამისი სამსახურებისგან ოპერაციის სრული თანხის დაფარვა მოითხოვა.  საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის რვავე საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა.

მსგავსი სტატიები