სიახლე 

ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ

ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. საუკეთესო სპორსტმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ფალავანი ნიკო კუცია დასახელდა. მან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად უკვე მეცხრედ დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ტუღუშმა გაიმარჯვა.  ასევე დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენებიც რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტის  განვითრებაში . დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ფოთის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საუკეთესო სპორტსმენებს დიპლომები გადაეცათ.

მსგავსი სტატიები