სიახლე 

ფოთს ესტონელი დელეგაცია სტუმრობდა 14 05 18

ფოთში სტუმრად ესტონეთის საპორტო ქალაქ მაარდუს დელეგაცია იმყოფება . სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მერიაში შეხვდენ, სადაც მათ ქალაქების ფოთისა და მაარდუს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრის შემდეგ, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მაარდუს მერმა ვლადიმირ არხიპოვმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს, შემდეგ კი მათ ჰიდროგრაფიის სამსახურში, ფოთის შუქურა დაათვალიერეს. ასევე უცხოელი სტუმრები კოლხეთის ეროვნულ პარკშიც იმყოფებოდნენ. დღის ბოლოს კი მათ საპატივსაცემოდ ფოლკლორის ცენტრში , კონცერტი გაიმართა. მაარდუს დელეგაციის ვიზიტი, საქართველო-ესტონეთის რესპუბლიკას შორის, კულტურულ-სამოქალაქო პროექტის „ყველას უყვარს საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის დემოკრატიულ რესპუბლიკებად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში , ასევე მოხდება მარდუსა და ფოთის დამეგობრება

მსგავსი სტატიები