სიახლე 

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი ფოთში 18 06 18

16 ივნისს „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ სასკოლო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ფოთის მე-3, მე-4 , მე-7 საჯარო სკოლები და ორი დამოუკიდებილი გუნდი დაუპისპირდა. გამარჯვებული გუნდი მე-7 საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულმა გუნდის წევრებმა ფოთის საკრებულოს მიერ დაწესებული ფულადი პრიზი 500 ლარი მიიღეს, რომლის ნაწილიც მათ ლეიკემიით დაავადებულ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს გადაურიცხეს. სასკოლო ლიგის ჩემპიონატი სახელოვნებო ცენტრში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის მ.ს.კ-ის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები