სიახლე 

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკური არ არის

მსგავსი სტატიები