სიახლე 

ფოთში ოპოზიციონერებმა მორიგი აქცია გამართეს

ფოთში ოპოზიციურმა პარტიებმა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიასთან გუშინ საღამოს მორიგი აქცია გამართეს. ისინი 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ,რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს, საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც თავად თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიისგან დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
 

მსგავსი სტატიები