სიახლე 

“უსინათლოთა საზოგადოების წევრებს” საჩუქრად ხმოვანი წნევის აპარატები გადაეცათ 26 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა დღეს „უსინათლოთა საზოგადოების“ წევრებს საჩუქრად ხმოვანი წნევის აპარატები გადასცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით, ქალაქში სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, არსებული 13 სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 395, 55 ლარი იქნა გამოყოფილი.

მსგავსი სტატიები