სიახლე 

კორპორატიულ ჩემპიონატში ფოთელ მოჭადრაკეთა წარმატება 26 06 18

ბრწყინვალედ იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა ფოთის გუნდმა “ქოქო მობილმა” საქართველოს პირველ კორპორატიულ ჩემპიონატში , რომელიც საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, 23-24 ივნისს სასტუმრო “იოტა”-ში გაიმართა. გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თორნიკე სანიკიძე, გიორგი გამზარდია (ქოქო მობილის თანამშრომელი), ნიკა ღვამბერია, გოჩა ჩაჩუა, დათო კოდუა (კაპიტანი). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ფოთელთა გუნდმა 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 ფრედ, ხოლო 1-ში კი დამარცხდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 22 გუნდი. რომელთა რიგებში ითამაშა 30-მდე საერთაშორისო დიდოსტატმა და ოსტატმა.

მსგავსი სტატიები