სიახლე 

აზიური ფაროსანას შეჭმის შემთხვევაში შინაურ ცხოველს ხორცის გემო შეეცვლება 19 10 17 აზიური ფაროსანას შეჭმის შემთხვევაში შინაურ ცხოველს ხორცის გემო შეეცვლება

აზიური ფაროსანა შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს 

რა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ  ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცელი არ არის.

სააგეტოს გურიის რეგიონული სამმართველო სპეციალისტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  შინაური ფრინველის მიერ აზიური ფაროსანას შეჭმა, მის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. თუმცა განმარტავს მავნებელი დაავადების გადამტანიარ არის.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე  თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას.

მის წინააღმდეგ საბრძოლვლეად ახალი მედიაკამპანია  „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს. 

მსგავსი სტატიები