ფოთის ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია გრძელდება 29 06 18
ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები უტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება; იცვლება ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები. აღნიშნულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო. მიმდინარე სამუშაოებისთვის 1 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.