ფოთში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
ფოთის საჭადრაკო კლუბში მარათონული ღია ბლიც ტურნირიგაიმართა,რომელიც მონაწილეობა მიიღო ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მარტვილის 14 საკმაოდ ძლიერმა მოჭადრაკემ. 30-30 ქულით პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს ნიკა ღვამბერიამ და გიორგი გამზარდიამ. მათ შორის პირველი ადგილის გამოსავლენად გაიმართა ტაიბრეიკი რომელიც დასრულდა ნიკა ღვამბერია გამარჯვებით და შესაბამისად პირველი ადგილი მას ერგო. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით