სიახლე 

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი “კავკასია-2018” გაიხსნა 3 07 18

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით და ფოთის მერიის თანამონაწილეობით, 2-ივლისს საერთაშორისო ფესტივალი ,,კავკასია 2018“ დაიწყო. მასში აშშ-ის, ესტონეთის, უკრაინის, ბელერუსიის, რუსეთის, სულ 8 ქვეყანის 30 შემოქმედებითი კოლექტივი იღებს მონაწილეობას. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალი ფოლკლორული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ფესტივალი ნიკოლაძის ძეგლიდან ცენტრალურ პარკამდე მსველობით დაიწყო რის შემდგომაც პარკში, გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საერთაშორისო ფესტივალი “კავკასია 2018“ წელს მერვედ ტარდება.

მსგავსი სტატიები