ფოთის კოლხეთის ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია 04 07 18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ” კოლხეთი 1913″-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე
მანიპულირების მცდელობას.
უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ “კოლხეთი 1913”-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას.
სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ემუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე “კოლხეთი 1913”-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორისმახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.