სიახლე 

საეკლესიო და საერო ნაქარგების გამოფენა „თამარისი“ 16 07 18

ფოთის, აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში, საეკლესიო და საერო ნაქარგების გამოფენა „თამარისი“ გაიხსნა. ოქრომკედით და ვერცხლმკედით შესრულებული დაფარნები და ნამუშევრები, სამების ლავრის ნატიფი ხელოვნების სკოლის, სახელოსნოს „შროშანი“, ხაშურის წმ.მარინეს სახელობის დედათა და სხვა მონასტრების სკოლების მიერ იქნა წარმოდგენილი.გამოფენა მონაზონ თამარის (ერისქალობაში ეთერ უროტაძის) ხსოვნას ეძღვნება, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული ოქრომკედით ქარგვის ტრადიციების აღდგენა და განვითარება საქართველოში. ღონისძიების გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები