სიახლე 

„ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“- სოფო კორტავას სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია 18 07 18

„ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“- ჟურნალისტმა სოფო კორტავამ სადებიუტო წიგნი გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია გუშინ, რესტორან ” ძველი გემის ” ტერიტორიაზე ფონდი „ქველმოქმედი 2015 -ის“ ორგანიზებით გაიმართა. სადებიუტო წიგნში შესულია მინიატურები და მოთხრობა „პიტნის ჩაი“. იგი მკითხველს ემიგრაციაში დანახულსა და განცდილს, ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ცოცხალი სურნელითა და მსუყე, მიმზიდველი ფერებით გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს. სოფო კორტავა რამდნიმე დღეა, რაც გერმანიიდან დაბრუნდა. იგი ქალაქ ფრანკფურტში სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.

მსგავსი სტატიები