სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 20 07 2018

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  15-ე  რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.    ხმაური  ქალაქის ცენტრში 170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისების  საკითხს მოჰყვა.საკრებულოს  ოპოზიციონერი  დეპუტატების  განცხადებით, ახალმა მეპატრონემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პროექტი,  სადაც მითითებული იქნება,  თუ რის აშენებას აპირებს ამ ტერიტორიაზე.  ასევე,  მათ შენინიშვნები გამოთქვეს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის  შენიშვნებს  არ იზიარებს   საკრებულოს თავმჯდომარე.  როგორც  ირაკლი  კაკულია აცხადებს, საკრებულო  ჩვეულებისამებრ, კანონით დადგენილი წესით მოქმედებს.დღეევანდელ     სხდომას  25 წევრიდან 17 ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები