ფოთის საბავშვო თეატრის წარმატება
ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“, მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. „არგოს მსახიობებმა ჟიურის წინაშე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, მუსიკალური სპექტაკლი „ბოშები“ წარადგინეს. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მაჩაბელას პრიზი გიორგი ჯამბურიას გადაეცა, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის თათია თოდუას.ასევე როლის საუკეტესო შესრულებისთვის ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლის 12 მონაწილე დაჯილდოვდა