სიახლე 

პროექტი “აწარმოე საქართველოში” ახალი პირობებით განახლდა 20 08 18

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად პროექტი “აწარმოე საქართველოში” ახალი პირობებით განახლდა.

პროექტის მთავარი პირობაა რეგიონში არსებული წარმოების გაფართოება ან ახალი ბიზნესის წამოწყებაა და რეგიონის განვითარება.

პროექტში ჩართვა შეუძლია როგორც არსებულ ისე ახალ ფენეფიციარებს. მათთვის ვინც უკვე სარგებლოს აღნიშნული გრანტით თანადაფინანსება არანაკლებ 50%_ს შეადგენს, ხოლო ახალი ფენეფიციარებისთვის 20%-ს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 20 000 ლარია.

ბიზნესიდეების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 20 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში საიტზე www.enterprisegeorgia.gov.ge – ზე შეუძლიათ. იდეების გადარჩევის შემდეგი ეტაპი არის ბიზნესგმების კონკურსი. შერჩეულ ბენეფიციარებს ბიზნენის წარმატებულად განსახორციელებლდ პროექტის ფარგლებში სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ.

პროექტის “აწარმოე საქართველოში” მიმდინარე ეტაპის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილონ 500 ათასი ლარია და ის 14 თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტის ხელმძღვანელს მიხეილ ხიდურელს იმედი აქვს რომ მინიმუმ 880 ბენეფიციარს დააფინანსებენ და 2250 ადამიანს დაატრენინგებენ.

პროექტის ხელმძღვანელები 2015-2017 წლებში დაფინასებულ ბიზნესიდეების 92% -ს წარმატებულად აფასებენ.

მსგავსი სტატიები