სიახლე 

ფოთის თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა 11 09 18

ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის დასმა ბაჰრეინსა და პოლონეთში, საერთშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო. ბაჰრეინის ფესტივალზე ფოთის თეატრმა სპექტაკლი „ყვითელი დღეები“ წარადგინა. სპექტაკლი დიდი წარმატებით დასრულდა და ბაჰრეინის სამეფოს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორი გრანპრი მიიღო. ფესტივალი გუშინ 10 სექტემბერს დასრულდა. ფოთელმა მსახიობებმა, ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება ვერ შესძლეს, რადგან პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე იყვნენ მიწვეულნი, სადაც სპექტაკლი „მკვდარი ქალაქი“ წარადგინეს. ჯილდოები ფოთში უახლოეს დღეებში გადმოიგზავნება. ფოთის თეატრი, ამ ჟამად მოლდავეთის გასტროლებისთვის ემზადება.

მსგავსი სტატიები