სიახლე 

ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში 12 09 18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის შემდეგი ეტაპის დაწყებამდე საკამიდამო ნაკვეთებში ფერომონიანი დამჭერების დამონტაჟება იწყება. ეს ხელს შეწუყობს კონკრეტულ ტერიტორიაზე ბაღლინჯოს მოზიდვას, შემეგ კი ეს ადგილები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. წამლობა მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავ სრომ, ამღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდება და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში შედარებით  ნაკლები ინდივიდი გადაინაცვლებს.

ფერომონების დამონტაჟებისა და წამლობის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულებს მიაწოდეს.

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელშიჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასიჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით –  32 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე დაგაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივიშესხურებით) – 55 ათასზემეტიჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით – 11 391 ჰა.

მსგავსი სტატიები