„ინტერნეტი განვითარებისთვის“ პროექტის პრეზენტაცია ფოთში 14 09 18
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომთა დარბაზში საპილოტე პროექტის პრეზენტაცია, თემაზე „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ჩატარდა. შეხვედრას ფოთელი მეწარმეები და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელმა, თორნიკე ჯობავამ მედიასა და საზოგადოებას პროექტის მიზანი გააცნო. ჯობავას განცხადებით, – საზოგადოებასთან ფართო მასშტაბიანი შეხვედრები, მოიცავს იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების პროექტში აქტიურად ჩარვას, რომლებიც კვების ობიექტებით, ღვინის მარნებით, სასტუმროებით და ტურიზმით არიან დაკავებულნი. მისივე თქმით, ინტერნეტ პორტალებზე, ბუქინგზე და ტრიპადვესორზე რეკლამის განთავსება ხელს შეუწყობს ბიზნესის განთვსებას. რაც მთავარია, პორტალზე დარეგისტრირება და რეკლამის განთავსება, ყველასათვის ხელმისაწვდობია. პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ წარმოადგენს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.