აქცია ,,მსოფლიო დასუფთავების დღე“ ფოთში 15 09 18
15 სექტემბერს ,,მსოფლიო დასუფთავების დღე“ აღინიშნება. ამ აქციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომლებიც შეურთდნენ და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორია მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
აქციაში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურიაც მონაწილეობდნენ.
კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს’’ ინიციატივით ხორციელდება.
აქციაში, რომლის მიზანია პრიორიტეტული გახდეს ნარჩენების მართვა და მოხდეს მათი მინიმუმამდე შემცირება, 150 ქვეყანა მონაწილებს