სიახლე 

ფოთის პირველობა პლიაჟის ფეხბურთში 17 09 18

მალთაყვის პლაჟზე ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში, ნუგზარ ტყებუჩავას სახელობის თასზე გაიმართა, რომელშიც ფოთის ხობისა და ზუგდიდის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,ჭაბონამა’’-სა და ,,კოლხიდა’’-ს გუნდები, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ,,ჭაბონამა’’-ს გუნდმა ანგარიშით 10:4, მეორე ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ფოთის ,,შუქურა’’ შეხვდა ხობის ნაკრებს, სადაც გამარჯვება წილად ხვდათ ხობელ ფეხბურთელებს ანგარიშით 11:8. მესამე ადგილისათვის ჩვენი ქალაქის გუნდები ,,შუქურა’’ და ,,კოლხიდა’’ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ,,შუქურა’’-მ ანგარიშით 7:4 სძლია მეტოქეს და მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი და გადაეცათ დიპლომები და მედლები, ხოლო ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს ფოთის ,,ჭაბონამა’’ და ხობის გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „ჭაბონამას“ გამარჯვებით 7:3 დასრულდა გამარჯვებულ გუნდს, სპეციალური პრიზი ნუგზარ ტყებუჩავას ძმამ, როლანდ ტყებუჩავამ გადასცა.

მსგავსი სტატიები