სიახლე 

ფოთში ფაროსანას ცივი შესხურების მეთოდით ებრძვიან 19 09 18

ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ქალაქის ორმოცდაათამდე წერტილში ფერომონები დაამონტაჟა. აპარატურის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლის წინააღმდეგ, სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით, ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა დღეს ქალაქში პირველად განხორციელდა და ეტაპობრივად გაგრძელდება. ამ დრომდე ფოთში შეწამვლა თერმული ნისლის ტეგნოლოგიით მიმდინარეობდა. მოზამთრე პერიოდის დაწყებამდე მავნებელ მწერთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მათი გადაადგილება საცხოვრებელ სახლებსა და შენობა ნაგებობეში არ მოხდეს, გამოსაზამთრებლად. სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია სამეგრელოს, გურისს, აჭარისა და იმერეთის რეგიონები. შედეგად მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია.

მსგავსი სტატიები