სიახლე 

ფოთში ღვთისმშობლის შობის დღე აღნიშნეს 21 09 18

21 სექტემბერს მართმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა. ღვთისმშობლობა თორმეტი დღესასწაულიდან ერთერთი მნიშვნელოვანი დღეა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზეტაძარი აღმართა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და (21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

მსგავსი სტატიები