სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში 21 09 18
ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ჩამოვიდა. ის ქალქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაეცნო ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, მწვავე საკითხების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. გუბერნატორთან ერთად ობიექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა დაათვალიერეს. დარბაზის წევრის ოთარ ხუხუნის, განცხადებით ქალაქში არსებული უამრავი პრობლემა დროულ ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო იქნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს.