სიახლე 

საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა 24 09 18

„ბლექ სი არენაზე“ 43-მე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ცნობილი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ბათუმის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი სამი ნაწილისგან შედგებოდა, პირველ ნაწილში მაყურებელებს ჭადრაკის ისტორია გააცნეს, მეორე ნაწილში ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნები საზოგადოების წინაშე წარადგინეს, ცერემონიალი კი გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ქართული ფოლკლორისა და საბალეტო დასის, ოპერისა და ესტრადის ვარსკვლავებმა ყველასათვის საყვარელი ნომრები შეასრულეს. გახსნის ცერემონიალზე როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. სპეციალურად ოლიმპიადის გახსნისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ შექმნეს. — “ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა. საღამოზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ფიდეს პრეზიდენტის პირველი მოადგილე გეორგიუს მაკროპულუსი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე ნიჟარაძე გამოვიდა. — სპორტული ფორუმი ბათუმში დღს დაიწყო დაა 5-ი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასზე დასასწრებად საქართველოში 185 ქვეყნის 4 ათასამდე მონაწილე ჩამოვიდა. პარალელურად ბათუმში ფიდე-ს 89-ე კონგრესი გაიმართება, რომელზეც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. გამარჯვებულები, ოლიმპიადის დასრულებისას, 5 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, დაჯილდოვდებიან. ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ლაშა ტალახაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი – 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან.

მსგავსი სტატიები