ფოთში სოხუმის დაცემის დღეს აღნიშნეს 27 09 18
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს,ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.