პალიასტომში კობრის ლიფსიტები გაუშვეს
დღეს პალიასტომის ტბაზე ველური და სარკისებრი კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს . ორგანიზატორების განცხადებით ლიფსიტები დაახლოებით ერთ წელიწადში 2-3 კილოგრამს მიაღწევენ და დიდ სარეწაო მნიშვნელობას შეიძენენ.აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულარიზაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტი ასოციაცია ფლორა და ფაუნამ კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელა.ფინანსური მხარდაჭერა კი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა უზრუნველყო,რომელსაც ფოთის საკრებულოში ცენტრის უბნის მაჟორიტარი დავით კვიციანიანი ხელმძღვანელობს.