ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის იუბილე აღნიშნეს
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მეოთხე საჯარო სკოლაში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საზოგადო მოღვაწის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები და შემოქმედება გაიხსენეს.ღონისძიებაში სკოლის თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.

