სიახლე 

ფოთში ჭადრაკის ფესტივალი “შემოდგომა 2018” დასრულდა 03 10 18

ჭადრაკის ფესტივალი „შემოდგომა 2018“ დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში სამი ტურნირი გაიმართა, 8 წლის ბიჭუნათა , 8 წლის გოგონათა შორის და ღია ტურნირი. რომლებიც შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. 8წლის ბიჭუნათა შორის პირველი ადგილი შვიდი ქულით, დემეტრე კაკულიამ მოიპოვა, მეორე ადგილზე გაგა გვასალია გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი საბა ნადარაიამ დაიკავა. 8 წლის გოგონათა შორის პირველი ადგილის მფლობელი 7 ქულით, ბარბარე კულუა გახდა, მეორე ადგილი ნინი ლომაძემ 5 ქულით, მესამე ადგილი კი 4,5 ქულით სალომე ლემონჯავამ მოიპოვა. ღია ტურნირში გამარჯვებული ლუკა წურწუმია გახდა, მეორე ადგილზე ალექსანდრე ქარჩავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი დავით ხარჩილაძე გახდა. ტურნირში გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ, ხოლო პრიზიორები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. „შემოდგომა 2018“ 25 სექტემბერიდან 2 ოქტომბერის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები