სიახლე 

ფოთელი მოსწავლე ნინო ფაჩუაშვილი სტუმრად ტელეკომპანია “გურია-ტვ”-ში 05 10 18

ფოთელი, მეთორმეტე კლასელი ნინო ფაჩუაშვილი     ტელეკონპანია “გურია-ტვ”-ს  ესტუმრა .

ნინომ ,, მომავალ ლიდერთა ,, გაცვლითი პროგრამა   – ფლექსის შესახებ  შარშან ინგლისურის მასწავლებლისგან შეიტყო.  დაინტერესდა და   სამ ეტაპიან კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა

აღნიშნულ პროგრამას სრულად ამერიკის შეერთებული  შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო აფინანსებს. ფლექსის  პროგრამა უკვე 25- ე წელია  წარმატებით მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და მოზარდებს საშუალებას აძლევს  გაეცნონ ამერიკულ კულტურას, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახთან ერთად.

ამერიკულმა ოჯახმა  ნინო თბილად მიიღო. განსაკუთრებული ურთიერთობა მის თანატოლ ოჯახის წევრთან დაამყარა, რომელსაც დღესაც დას ეძახის და რამდენიმე თვეში საქართველოში ელოდება, რომ უმსპინძლოს.

ფოთელ გოგონას მოსწონს ამერიკული სკოლა, პრაქტიკულ ცოდნაზე და ვიწრო სპეზიალობაზე  ორიენტირებული. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგადი განათლების დონე საქართველოში უფრო მაღალია.

მთელი ერთი წელი ნინო  ამერიკაში, ვაშინგტონის შტატის, ქალაქ რიჩლენდის  ერთ-ერთ სკოლაში საქართველოს დესპანი იყო და  ამერიკელ ბავშვებსა და პედაგოგებს მათთვის უცნობ, თვალით უნახავ ქვეყანას აცნობდა.  ასევე მართავდა საინფორმაციო, საქართველოსთვის საიმიჯო პრეზენტაციებს  სხვადასხვა უწყებებში.

მსგავსი სტატიები