სიახლე 

გურიფულში სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს 27 09 18

გაზრდილი მოსავლიანობა და გაუმჯობესებულია სიმინდის ხარისხი,-  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში მოსახლეობა სიმინდის მოსავალს იღებს. ადგილობრივები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობას აფასებენ. მათი თქმით, კულტურა მავნებელმა თითქმის არ დააზიანა.

ჯუმბერ ცეკვაშვილი ამბობს, რომ ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიების სახელმწიფოს მიერ ქიმიური საშუალებით დამუშავების პარალელურად საკარმიდამო ნაკვეთი თავადაც შეწამლა. ამასთან თანასოფლელების მსგავსად აზიურ ფაროსანას მექანიკური საშუალებებითაც ებრძვის.

მსგავსი სტატიები