სიახლე 

პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ფოთში 9 10 18

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი დღეს ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა. მან ქალაქში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ფოთის პორტი ფოთელებს და ქართველ ხალხს აუცილებლად დაუბრუნდება

„ფოთი არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის შუა აზიის და რეგიონის საზღვაო დედაქალაქია. ფოთს შეუძლია შეინახოს საქართველოს ხელა 3-4 ქვეყანა კიდე, რომ არ ფუთფუთებდეს აქ ყველა ჯურის მთავრობის წარმომადგენლები, ყაჩაღი, ეგრეთწოდებული ბიზნესმენები და რომ იყოს საშუალება, აქედან მიღებული შემოსავლები გადანაწილდეს ფოთელებზე და საქართველოზე, ვიმეორებ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა. ჩემი პრეზიდენტობა , ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა მთლიანად არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება ისე, რომ მე ფოთის პორტი არ დავუბრუნო ფოთელებს და ქართველ ხალხს და ფოთის პორტიდან მიღებული შემოსავალი არ მოვაქციო ფოთელებისა და მთელი საქართველოს ოჯახებში. აი ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და არა ის, რომ რამდენიმე სინდის გარეცხილი სამთავრობო ბიზნესმენი, ქვეყნის პრეზიდენტების, თუ პრემიერების, თუ მმართველი ელიტის წარმომადგენლები, ძარცვავენ ჩვენს საზღვაო პორტს და ჩვენს ფოთელებს უკვე მეოთხედი საუკუნეა და ისიც ვერ შესძლეს ამ ქალაქში კანალიზაციის და წყალსაწრეტი სისტემები მოეწესრიგებინათ, რათა ყოველი წვიმის შემდეგ აქ გემებს არ დაეწყო სიარული“_ განაცხადა ჟურნალისტებთან შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სტატიები