მალთაყვის უხუცესი ამომრჩეველი ქალბატონი მორელა ხოშტარია 89 წლისაა 10 10 18
მალთაყვის უბანში, უხუცესი ამომრჩეველი ქალბატონი მორელა ხოშტარია 89 წლისაა. ის გურიის ქუჩაზე შვილთან დ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ქალბატონი მორელა პროფესიით ექთანია. ის 1947 წლიდან 1990 წლამდე ფოთის სამალარიო სადგურში მუშაობდა, რომელიც მოგვიანებით, ფოთის სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო ინსპექციად გადაკეთდა. 60-იან წლებში ქალბატონ მორელას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მალარიის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის დიდი ემოციით იხსენებს ერთ-ერთ სამუშაო დღეს, როდესაც რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის, ილარიონ ცომაის ხელმძღვანელობით შექმნილ საგანგებო ჯგუფს, აბობოქრებულ პალიასტომის ტბაში მოუწია ნავით შესვლა. ჯამრთელობის მხრივ არაფერს უჩივის და ამბობს, რომ მხოლოდ წნევის მარეგულირებელ წამალს სვამს. როგორც გაგვიმხილა, მისი ჯამრთელობის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესია. მიირთმევს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს და უყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა. ქალბატონი მოლერა გულისტკივილით ამბობს, რომ მიუხედავად უდიდესი ღვაწლისა მთავრობის მხრიდან სათანადო ყურადღება დღემდე ვერ მიიღო.