თემა სიახლე 

გადაცემა “ფოთი ირჩევს პრეზიდენტს” 12 10 2018

საუბარია ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე და იმ პრობლემებზე რომლებიც ქალებს ხვდება. როგორც ცნობილია ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე ქალები უფრო მეტია ვიდრე კაცები , გარდა ამისა ამომრჩეველთა რაოდენობითაც ქალები უფრო მეტნი არიან და შესაბამისად ისინი სათანადოდ არ არიან ჩართული ქვეყნის მართვის პროცესში.თუ რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში და რატომ არ არიან ისინი მრავლად წარმოდგენილები. რატომ ასრულებენ მხოლოდ შავ სამუშაოს ქალები და რატომ ვერ იკავებენ მაღალ თანამდებობებს?როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით,როგორ უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ კითხვებს ჩვენი გადაცემის სტუმრობი პასუხობენ .სტუდიის სტუმრები არიან : ნონა ხუხია გენდერული თანასწორობის ქსელის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორი ინგა გვასალია ჟრნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ფოთის მედია-ცენტრის ხელმძღვანელი ,სამეგრელოს კოორდინატორი გადაცემა მომზადდა,, მე-9 ტალღსთან“ პარტნორობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს“ , რომელიც ხორციელდება ცესკოს პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი სტატიები