სიახლე 

ფოთში საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში გაიმართა 15 10 18

13-14 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცათ თასები. ტექნიკური შედეგები: II კატეგორია: I – გიორგი კვარაცხელია, II – ლუკა წურწუმია, III – წირქვაძე ნიკა. III კატეგორია: I – ხარშილაძე დავით, II – თოიძე თენგიზ, III – ჩიკვაიძე საბა. IV – კატეგორია: I – ჩიქობავა ფრიდონი, II – ასათიანი თამარი, III – მიგინეიშვილი გრიგოლ. V – კატეგორია: I – კვირტია ლუკა, II – ბარამიძე ნიკოლოზი, III – მიგინეიშვილი გიორგი.

მსგავსი სტატიები