სიახლე 

მონადირეები ბრაკონიერობის გამოსავლენად პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის წევრები დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ოფისში შეიკრიბნენ და მათთვის მნიშვნელოვან დ პრობლემურ საკითხზე სამსახურის უფროსთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრას, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა, სამეგრელოს რეგიონის მოყვარული მეთევზეები ესწრებოდნენ. მეთევზეების მიერ დასმული ძირითადი საკითხებია თევზის ნაირსახეობის პოპულაციის შემცირება, რასაც მათი თქმით ბრაკონიერობა იწვევს, როგორიცაა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურება. ისინი ზედამხედველობის სამსახურისგან უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებასა და ბრაკონიერობის აღკვეთისთვის  პრევენციული ზომების გატარებას ითხოვენ. მეთევზეების შეკითხვებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს, უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამსახური ბრაკონიერობის გამოსავლენად ყველაფერს აკეთებს, თუმცა მთლიანდ პრობლემის აღსაკვეთად  ადამიანური რესურსი საკმარისი არ არის.გარდა ამისა, უწყებამ, ბოლო 2 თვეში გატარებული ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც გამოვლენილია 4 სისხლის სამართლის, ადინისტრაციული სამართალდარღვევისა და სხვა შემთხვევები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე, რაც სხვადასხვა მიმართულებას გულისხმობს

მსგავსი სტატიები