ფონდი „ქველმოქმედი-2015“-ის სამი წლის იუბილე ფოთში 18 10 18
ფონი „ქველმოქმედი-2015“-ის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. საღამოს საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაყურებლის წინაშე ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად,აჭარის კონსერვატორიის მევიოლინე, დოდო დოლიძე გამოვიდა. ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც თანაბარი წარმატებით 7 ინსტრუმენტზე უკრავს.
ფონდი „ქველმოქმედი“ 2015 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ზაზა გუნცაძე, მონიკა რუხაძე, ჯული ქილიფთარი და იამზე გორგოტაძე. ფონდი თავის საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად ახორციელებს. სამი წლის განმავლობაში ფონდი 400-ზე მეტ თანაქალაქელს, საკვები პროდუქტით, შეშით,ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარა.ასევე 24 თანაქალაქელს ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეეხიდა.
ფონდი შემოწირულობებსა და გრანტებს, მისი საქმიანობით დაინტერესებული საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან იღებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.