ფოთის აგრარულ ბაზარში ჯილეხის ვირუსის არსებობა არ დადასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ფოთის აგრარულ ბაზარში ჯილეხის ვირუსის არსებობა არ დადასტურდა. ეს განცხადება აგრარული ბაზრის დირექტორმა თეა ბელქანიამ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯილეხის დიაგნოზით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. როგორც ფოთის აგრარული ბაზრის დირექციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასაყიდ პროდუქციას ლაბორატორიული შემოწმება ყოველდღიურად უტარდება,ასევე პროდუქციის ხარისხს, გეგმიურად თვეში ორჯერ ,სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს.

