ხვალ ფოთის “კოლხეთი 1913-ს” გადამწყვეტი მატჩი აქვს 26 10 18
ხვალ სამ საათზე, პარკი არენაზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართება, სადაც ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. როგორც ფოთის „კოლხეთი -1913-ის“ წარმომადგენელმა, ოთარ ხარჩილავამ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ხვალინდელი თამაშით გადაწყდება ფოთის „კოლხეთის“ უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი. ფოთელი ფეხბურთელები გადამწყვეტ ბრძოლაში სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ