სიახლე 

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება, ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს # 70 საოლქო საარჩევნო კომისიაში გააკეთეს . საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა გაწერელიას განცხადებით ,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში იწვევს.საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას ფოთის საკრებულოს უხუცესი წევრი აკაკი დრჯანია გაუძღვება.

მსგავსი სტატიები