ქვემო ქართლში ფაროსანა ფერომონებზე არ დაფიქსირებულა 26 10 18
სეს-ქვემო ქართლში ფიტოსანიტართა ჯგუფი აზიურ ფაროსანაზე აქტიურ მონიტოგრინგს ანხორციელებს ,,ქვემო ქართლში აზიური ფაროსანა ფერომონებზე დაფიქსირებული არაა, თუმცა მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში, ფიტოსანიტართა შესაბამისი ჯგუფი რეაგირებისთვის მზადაა“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსი. მირანგული ლიპარტელიანის თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების შემტხვევაში მის წინააღმდეგ საბრძოლველად სრულ მზადყოფნაშია, აქვთ კომუნიკაცია დასავლეთ საქართველოში მყოფ კოლეგებთან, რომლებიც მავნებელს უკვე ორი წელია ებრძვიან და მათ გამოცდილებას იზიარებენ. სეს-ის რეგიონულ სამსახურში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობაც საკმაოდ ინფორმირებული და მობილიზებულია. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ადგილობრივები აზიური ფაროსანას შესახებ სხვადასხვა კითხვით ცხელ ხაზს აქტიურად მიმართავენ.