“ევროპული საქართველოს” ფოთელმა ლიდერმა არჩევანი მე-12 უბანზე გააკაეთ 28 10 18
„ევროპული საქართველოს“ ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვახტანგ დარცმელიძე მე-12 საარჩევნო უბანში, ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა. ვახტანგ დარცმელიძემ, საკუთარი არჩევანი გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, ხმა ქართველი ხალხის მომავალს მისცა. ფოთის 12-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემებით საარჩევნო უბანში 8:00 საათიდან 12:00 საათამდე 212 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ჯერჯერობით საჩივარი არ დაწერილა. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.